Skip to main content

Bioplant.Ge

Bona N30

აზოტოვანი სასუქი

მაღალკონცენტრირებული თხევადი აზოტოვანი სასუქი, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის სწრაფ და ეფექტურ კვებას ფოთლოვანი დამუშავების დროს. პრეპარატი შეიცავს აზოტის სამ ფორმას, რაც ხელს უწყობს საკვები ელემენტების სწრაფ შეწოვას და მცენარის ენერგიულ ზრდას. სპეციალური დამხმარე კომპონენტები აუმჯობესებს ხსნარის გადანაწილებას ფოთლის ზედაპირზე, ზრდის საკვები ელემენტების შეღწევას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას. პრეპარატი ხელს უწყობს მწვანე მასის ინტენსიურ განვითარებას, მცენარის გაძლიერებას და მოსავლიანობის ზრდას.

პროდუქტის მახასიათებლები

ინფორმაცია / მახასიათებლები:

აგრეგატული ფორმა: სითხე (1 ლ – 1.30 კგ)

ვარგისიანობა: 24 თვე

გამოყენება და დოზირება:

შესხურება რეკომენდებულია მცენარის აქტიური ვეგეტაციის ფაზაში.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამუშავების გამეორება 10–14 დღეში ერთხელ.

შესხურება სასურველია დილის ან საღამოს საათებში (+10°C – +25°C).

მარცვლოვანი კულტურები (ხორბალი, ქერი): 5-10 ლ პრეპარატი 200-300 ლ წყალში.

ბოსტნეული კულტურები: 4-8 ლ პრეპარატი 400-500 ლ წყალში.

ხეხილი და ვაზი: 6-12 ლ პრეპარატი 500-800 ლ წყალში.

ტექნიკური კულტურები (სიმინდი, მზესუმზირა): 5-10 ლ პრეპარატი 200-400 ლ წყალში

შემადგენლობა:

საერთო აზოტი (N): 30.00%

შარდოვანა (NH2-N): 15.00%

ამონიუმის ფორმა (NH2-N): 7.50%

ნიტრატული ფორმა (NO2-N): 7.50%

ზედაპირულად აქტიური ნივთიერება: 0.10%

დამატანბებელი, სტაბილიზატორი: 0.50%

pH: 7.50-7.50

ფუნქციები:

უზრუნველყოფს აზოტის სწრაფ შეწოვას ფოთლიდან ფიტოტოქსიკურობის რისკის გარეშე

აუმჯობესებს ხსნარის თანაბარ გადანაწილებას ფოთლის ზედაპირზე; ამცირებს წვეთების ჩამოდინებას

უზრუნველყოფს მაღალ ეფექტურობას ფოთლოვანი კვების დროს

ზრდის მოსავლიანობას 20–30%-ით, ხოლო ნაყოფის ზომასა და რაოდენობას 20–50%-ით

ხელს უწყობს მწვანე მასის ინტენსიურ ზრდას და განვითარებას