პროდუქცია

პრეპარატისნოვოსილი“, ემულსიის კონცენტრატი,
(მცენარეთა  ზრდის რეგულატორი, იმუნიტეტის ინდუქტორი)

გამოყენების რეკომენდაციები

  1. სხვა პესტიციდებთან თავსებადობა – თავსებადია ცნობილ ჰერბიციდებსა და ფუნგიციდებთან.
  2. მოქმედების პერიოდი – იმუნიტეტის აქტივაცია გრძელდება 2-დან 3 კვირამდე დამუშავების დროს მცირე დოზების გამოყენებისას, კულტურის სიმწიფემდე – მაღალი დოზების დროს.
  3. ზემოქმედების სიჩქარე – გამოყენებიდან 4-6 დღე-ღამის შემდეგ.
  4. არ არის ფიტოტოქსიკური, არ არის დაკვირვებული რეზისტენტობა.
  5. ფლორისა და ფაუნის ობიექტების დაცვის რეკომენდაციები – არ არის საჭირო.
  6. საფრთხის კლასი – IV.
  7. მოწამვლისას პირველადი დახმარება – ემულსიის კანსა ან ლორწოვან გარსზე მოხვედრისას, საჭიროა დაზიანებული მონაკვეთების წყლის ჭავლით გამობანა. თვალებში მოხვედრისას საჭიროა დაუყოვნებლივ წყლის ჭავლითა ან ფიზიოლოგიური ხსნარით გამობანა. შინაგანად მოხვედრისას, საჭიროა ღებინების გამოწვევა ან კუჭის გამორეცხვა.
  8. უსაფრთხოების ზომები – მუშაობისას აუცილებელია საყოველთაოდ მიღებული უსაფრთხოების ზომებისა და ჰიგიენის წესების დაცვა.
  9. დაღვრილი პესტიციდის გაუვნებლობის წესები, გაუვნებლობის წესები, ტარისა და პესტიციდის ნარჩენების უტილიზაცია – საჭიროა დაღვრილი ემულსიის ტარაში შეგროვება, ხოლო ზედაპირის წყლით გამორეცხვა. არ არის საჭირო ცარიელი შეფუთვის, დაბინძურებული ტანსაცმლის, ნოვოსილის ნარჩენების სპეციალური გაუვნებლობა.
  10. გამოყენების ტექნოლოგია:

საჭიროა ემულსიის საგულდაგულოდ შერევა!

სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად, საჭიროა, ცხრილის გამოყენებით, პრეპარატის წონაკის გამოთვლა და მისი საზომის მეშვეობით მოზომვა. პრეპარატი უნდა განზავებულ იქნას თბილ წყალში 35-60°С ტემპერატურაზე, საგულდაგულოდ შერეული, სრული განზავების კონტროლით. რეკომენდებულია, წონაკის განზავება წყლის შედარებით მცირე მოცულობაში (სათლში). შემდეგ წინასწარ განზავებული ხსნარი უნდა ჩაისხას ავზში და მიყვანილ იქნას სამუშაო მოცულობამდე. პრეპარატის ხარჯი ცხრილში 1 მოყვანილია მცენარეთა მწვანე მასის სამუშაო ხსნარით ერთჯერადი დამუშავებისთვის თხელი გაფრქვევის მეთოდით. დამუშავების ჩატარება რეკომენდებულია დილის ან საღამოს საათებში, მშრალი ამინდის პირობებში.

  1. შენახვა – მშრალ დახურულ სათავსოში, 0-დან 30°С-მდე ტემპერატურაზე, პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებისგან დაცვით, არაუმეტეს 2 წლისა.

დანართი: ცხრილი 3 გვერდზე

ცხრილი

სამუშაო სითხის მომზადება

პრეპარატისნოვოსილი“, ემულსიის კონცენტრატი,
(მცენარეთა  ზრდის რეგულატორი, იმუნიტეტის ინდუქტორი)

გამოყენების რეკომენდაციები