Skip to main content

Bioplant.Ge

Bonacraft P24

ფოსფოროვანი მიკრობიოლოგიური სასუქი

Bonacraft P24 წარმოადგენს ეფექტურ ბუნებრივ წყაროს ფოსფორის, კალციუმის, სილიციუმისა და მრავალი აუცილებელი მიკროელემენტისათვის, გამდიდრებულს სასარგებლო ბაქტერიებით. ბაქტერიული შტამები უზრუნველყოფენ ფოსფორისა და სხვა ელემენტების სწრაფ მობილიზაციას და ხელმისაწვდომობას მცენარისთვის.

პროდუქტის მახასიათებლები

ინფორმაცია / მახასიათებლები:

ინგრედიენტები: ფოსფორიტი, მიკროორგანიზმები, ლეონარდიტი, ბენტონიტი

აგრეგატული ფორმა: გრანულა

ვარგისიანობა: 24 თვე

გამოყენება და დოზირება:

ერთწლოვანი კულტურები: თესვისას, უშუალოდ სათესლე მასალასთან ერთად (100 – 200 კგ/ჰა).

მრავალწლოვანი კულტურები: გაზაფხულზე, ფესვის განვითარების ფართობზე (100 – 200 კგ/ჰა).

შემადგენლობა:

ორგანული მასა: 10.00%

აზოტი (N): 0.50%

ფოსფორი (P2O5): 22.00 – 24.00%

კალიუმი (K2O): 1.50%

კალციუმი (CaO): 30.00%

მაგნიუმი (MgO): 0.01%

მანგანუმი (Mn): 0.02%

სილიციუმი (Si): 4.00%

pH: 7.00 – 8.50

ფუნქციები:

ზრდის მოძრავი ფოსფორის ოდენობას ნიადაგში 15-40%-ით

ზრდის კალიუმის ხელმისაწვდომობას 40-80 %-ით

ზრდის მოსავლიანობას 20–30%-ით

ხსნის ფოსფორის დეფიციტის პრობლემას

ათავისუფლებს K(+) და SiO(2) კრისტალური ბადეებიდან

აზოტის შემცველ მცენარეულ და ცხოველურ ნარჩენებს გარდაქმნის ამონიუმად

ხელს უწყობს ნიადაგის სტრუქტურის აღდგენას, მინერალების დაშლას, ჰუმუსის დაგროვებას და მარილიანობის შემცირებას

მიკროორგანიზმები:

Paenibacillus Polymyxa (10*10⁷ CFU/მლ): აზოტის ფიქსაცია. ფოსფორის მობილიზაცია. იმუნიტეტის სტიმულაცია.

Bacillus Megaterium (10*10⁷ CFU/მლ): ფოსფორის მობილიზაცია. B ჯგუფის ვიტამინების წარმოება. ფერმენტების გამომუშავება.

Paenibacillus Mucilaginosus (10*10⁷ CFU/მლ): მობილიზებს კალიუმს K-სილიკატებიდან. ათავისუფლებს K(+) და SiO(2).