BonaPotas K30
მიკრობიოლოგიური კალიუმიანი სასუქი
ახალი თაობის თხევადი სასუქი სწრაფად უზრუნველყოფს მცენარეს ადვილად ათვისებად კალიუმს ციტრატის ფორმით, ხოლო მიკროორგანიზმების ლიზატებიდან მიღებული ბიო-აქტიური ნაერთები და ორგანული ნივთიერებები ასტიმულირებენ ფესვთა სისტემის განვითარებას და აძლიერებენ მცენარის საერთო სიცოცხლისუნარიანობას. რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს ნაყოფის ჩამოყალიბებას, ზომას და შაქრიანობას, ეხმარება მცენარეს გაუმკლავდეს გვალვასა და სტრესულ ფაქტორებს.
პროდუქტის მახასიათებლები
ინფორმაცია / მახასიათებლები:
აგრეგატული ფორმა: სითხე (1 ლ – 1.43 კგ)
ვარგისიანობა: 24 თვე
გამოყენება და დოზირება:
ფოთლოვანი დამუშავება (ბოსტნეული, დეკორატიული): 250-500 მლ / 100 ლ წყალზე (2-4 ლ/ჰა).
ფოთლოვანი დამუშავება (ხეხილი და ვაზი): 250-500 მლ / 100 ლ წყალზე (3-5 ლ/ჰა).
ფოთლოვანი დამუშავება (საველე კულტურები): 250-500 მლ / 100 ლ წყალზე (1-3 ლ/ჰა).
ფერტიგაცია: 5-7 ლ 1 ჰა-ზე (ნაყოფის ფორმირების პერიოდში, 10-14 დღის ინტერვალით).
შემადგენლობა:
ორგანული ნივთიერებები: 150.00 გ/ლ
საერთო აზოტი (N): 25.00 გ/ლ
კალიუმი (K2O): 300.00 გ/ლ
pH: 7.00-8.50
ფუნქციები:
კალიუმით სწრაფი გამოკვება: ციტრატული კალიუმი უზრუნველყოფს მცენარეებს ადვილად ასათვისებელი კალიუმით.
ანტისტრესული მოქმედება: ბაქტერიების ლიზატები შეიცავს ზრდის რეგულატორებს, ფერმენტებს და პოლისაქარიდებს.
დაბალი ფიტოტოქსიკურობა: ციტრატული კალიუმის დაბალი მარილიანობის ინდექსის (<10) წყალობით ამცირებს დამწვრობის რისკს.
ზრდის სტიმულაცია: ლიზატების ბიოაქტიური ნაერთები ასტიმულირებს ფესვთა სისტემის და ვეგეტაციური მასის ზრდას.
ხარისხის გაუმჯობესება: ზრდის ნაყოფის სიმხსოლეს, ზომას, შაქრიანობასა და სავაჭრო იერსახეს.