Bonliga
მიკრობიოლოგიური სასუქი
მიკრობიოლოგიური სასუქი, მაღალი კონცენტრაციის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ნარევით, გამდიდრებული მიკროორგანიზმებით, მიკროელემენტებითა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტებით (ორგანული და მინერალური მჟავები, ფერმენტები, აუქსინები, გიბერელინები, ვიტამინები და სხვა). აჩქარებს ნიადაგში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებს, უზრუნველყოფს მაკროელემენტების სწრაფ დაგროვებას და მათ გარდაქმნას მცენარისთვის ადვილად ასათვისებელ ფორმებად.
პროდუქტის მახასიათებლები
ინფორმაცია / მახასიათებლები:
ინგრედიენტები: ლეონარდიტის ექსტრაქტი, მიკროორგანიზმები, მიკრო და მაკროელემენტები
აგრეგატული ფორმა: სითხე (წონა 1 ლ – 1.12 კგ)
ვარგისიანობა: 24 თვე
გამოყენება და დოზირება:
ნიადაგის დამუშავება შესხურებით: 10.0-20.0 ლ პრეპარატი იხსნება 200-300 ლ წყალში 1 ჰა-ზე.
წვეთოვანი სისტემა ვეგეტაციის დროს: 2.0-3.5 ლ პრეპარატი 1 ჰა-ზე, 3-5 განმეორება.
თესლის დამუშავება თესვამდე: 1.0 ლ პრეპარატი გახსენით 10.0 ლ წყალში 1 ტონა თესლზე.
შემადგენლობა:
ორგანული მასა: 10.00%
აზოტი (N): 1.20%
ფოსფორი (P2O5): 0.01%
კალიუმი (K2O): 5.00%
კალციუმი (CaO): 0.10%
გოგორგი (S): 0.10%
მაგნიუმი (MgO): 0.05%
მარგანეცი (Mn): 0.008%
ბორი (B): 0.005%
რკინა (Fe): 0.06%
თუთია (Zn): 0.01%
სპილენძი (Cu): 0.002%
მოლიბდენი (Mo): 0.005%
pH: 7.00-8.50
ფუნქციები:
ზრდის მინერალური სასუქების ქმედების კოეფიციენტს: აზოტოვანი სასუქების — 40–50%-ით, ფოსფორიანი სასუქების — 30–50%-ით, კალიუმიანი სასუქების — 50–60%-ით
ხელს უწყობს ნიადაგის სტრუქტურის აღდგენას, მინერალების გახსნას და ჰუმუსის დაგროვებას. აუმჯობესებს ნიადაგის ბუფერულ და სორბციულ თვისებებს
ხელს უწყობს მცენარის ზრდას აზოტის ფიქსაციის, ფოსფატების გახსნის და ფიტოჰორმონების გამომუშავების გზით
ზრდის მინერალური სასუქების ათვისებადობას და ეფექტურობას, რის შედეგადაც შესაძლებელია მათი რაოდენობის შემცირება 20–30%-ით
ზრდის მოსავლიანობას 20–30%-ით, ხოლო ნაყოფის ზომასა და რაოდენობას 20–50%-ით
ხსნის ნიადაგის მინერალებს, კრისტალური ბადეებიდან ათავისუფლებს კალიუმის იონებს (K⁺) და სილიციუმის დიოქსიდს (SiO₂)
მიკროორგანიზმები:
Paenibacillus Polymyxa (10*10⁷ CFU/მლ): აზოტის ფიქსაცია. ფოსფორის მობილიზაცია. იმუნიტეტის სტიმულაცია.
Bacillus Megaterium (10*10⁷ CFU/მლ): ფოსფორის მობილიზაცია. B ჯგუფის ვიტამინების წარმოება. ფერმენტების (ფიტაზა) გამომუშავება. აძლიერებს ფესვთა სისტემის განვითარებას.
Paenibacillus Mucilaginosus (10*10⁷ CFU/მლ): მობილიზებს კალიუმს K-სილიკატებიდან. ათავისუფლებს K(+) და SiO(2) კრისტალური ბადეებიდან. ზრდის მცენარის მდგრადობას.
Bacillus Subtilis (10*10⁷ CFU/მლ): ფესვების დაცვა. დამატებითი ბიოკონტროლი. მცენარის იმუნიტეტის ინდუქცია.
Bacillus Licheniformis (10*10⁷ CFU/მლ): ლოკალური ბიოკონტროლი ნიადაგში. აუმჯობესებს ორგანული ნივთიერებების დაშლის პროცესს ნიადაგში.
Bacillus Sp. (10*10⁷ CFU/მლ): ფესვების დაცვა. დამატებითი ბიოკონტროლი.